ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა | სანჩო დორტმუნდში ბრუნდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო ყოფილ კლუბში, „დორტმუნდში“ დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯშია. ინგლისელ ახალგაზრდას „წითელი ეშმაკების“ რიგებში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა და ადგილსამყოფლის გამოცვლაზეა ორიენტირებული.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და გარიგების განხორციელების ალბათობა მაღალია. „დორტმუნდს“ სანჩოს იჯარის წესით გაფორმება სურს და ცდილობს, ტრანსფერი რაც შეიძლება, სწრაფად დახუროს.

ცნობილი ჟურნალისტი იტყობინება, რომ „წითელი ეშმაკები“ თანახმა არიან, სანჩოს ხელფასის ნაწილი დაფარონ, რამაც მხარეებს წინსვლის საშუალება მისცა. „შავ-ყვითლები“ იჯარის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას გადაიხდიან და წესითა და რიგით, ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში უნდა დადასტურდეს.

შეგახსენებთ, რომ სანჩოს „მანჩესტერის“ თავკაცთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს. კონფლიქტი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს, რასაც სანჩოს სკანდალური პოსტი და ვითარების არევა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცი მიქაუტაძეს მალე წარადგენს | სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ
მეცი მიქაუტაძეს მალე წარადგენს | სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ