ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ჟოაუ კანსელუ, ალეხანდრო ბალდე
Aa
Aa

ბარსა ფულს ვერ იხდის - ლაპორტა კანსელუ/ბალდეს გაცვლას გეგმავს

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ კანსელუ „ბარსელონაში“ იჯარის წესით თამაშობს. კატალონიურ გრანდს კი მისი გამოსყიდვა სურს.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პორტუგალიელ უკანახაზელს ფასი დაადო. „ქალაქელები“ კანსელუს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდა კატალონიელთათვის პრობლემას წარმოადგენს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს. ლაპორტას სურს, რომ კანსელუს სანაცვლოდ „სიტის“ ფეხბურთელი გაუცვალოს.

საუბარი ალეხანდრო ბალდეზეა, რომელიც ბარსას იდეალურად მოერგო და დღეს ერთ-ერთი შეუცვლელი წევრია. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მანჩესტერელთა პასუხი ცნობილი არ არის, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ პეპ გუარდიოლას სათამაშო ფილოსოფიას, შესაძლოა ინგლისური გიგანტი ამ გაცვლას დათანხმდეს.

გუარდიოლას ყოველთვის ხიბლავდა სუპერ შემტევი ფლანგის მცველები და ბალდე სწორედ ასეთი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ბალდე ბარსას აკადემიაში 2011 წელს ჩაირიცხა, ხოლო პირველ გუნდში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა. 2021 წლიდან დღემდე, 20 წლის ესპანელმა კატალონიური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 73-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: “ასეთი წაგება გულდასაწყვეტია“
ტენ ჰაგი: “ასეთი წაგება გულდასაწყვეტია“