კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: რონალდუს ვკითხე 200 მატჩი სურდა, თუ არა და გეტყვით რა მიპასუხა...

რობერტო მარტინესმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ეროვნულ ნაკრებში მატჩებისა და გოლების რაოდენობაზე ისაუბრა.

ამჟამად 38 წლის პორტუგალიელს ნაკრებში 205 მატჩი აქვს, რაც მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია.

„მაშინ ის ორას მატჩთან ახლოს იყო - ნიშანი, რომლისთვისაც აქამდე არავის მიუღწევია. რა თქმა უნდა, ჩვენ პირადად ვილაპარაკეთ, მაგრამ შემიძლია გავამჟღავნო ის, რაც მან მითხრა.

მე ვკითხე: „გაინტერესებს ორას მატჩიანი ნიშნული?" და მან უპასუხა: „არა, 250”,

- თქვა რობერტო მარტინესმა ფრედი ლუნგბერგთან ინტერვიუში.

იმისათვის, რომ რონალდუმ ეროვნული ნაკრების მაისურით 250 მატჩიან ნიშნულს რომ მიაღწიოს, მას სანაკრებო კარიერის გაგრძელება 2026 ან 2027 წლამდე მოუწევს. ეს ასევე დამოკიდებულია 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში გუნდების რაოდენობაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს