რეალი, ბარსელონა, სუპერ ლიგა, აურელიო დე ლაურენტისი, უეფა, ფიფა
Aa
Aa

ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს

რამდენიმე კვირის წინ, როცა ევროპის საარბიტრაჟო სასამართლომ სუპერ ლიგის წინააღმდეგ უეფასა და ფიფას მიერ გატარებული ზომები უკანონოდ სცნო, მას შემდეგ ევროპულ ფეხბურთში ვითარება სულ უფრო იძაბება.

ქვეყნის ჩემპიონატები უეფასთან ერთად ცდილობენ ძალის დემონსტრირება მოახდინონ და გარკვეული აკრძალვა/მუქარებით კლუბებს სუპერ ლიგისკენ გახედვის სურვილი დაუკარგონ.

ამჯერად იტალიური Calcio Finanza წერს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მომავალი სეზონისთვის ლიცენზირების ახალი სისტემა დაამტკიცა. რას ნიშნავს ეს? 2024/25 წლების სეზონიდან (4 ივნისიდან) კლუბებმა განაცხადის შეტანასთან ერთად წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ არც ერთ ტურნირში, რომელიც ფიფასა და უეფას ეგიდით არ იქნება ჩატარებული.

თუ, კლუბები ამაზე ხელს არ მოაწერენ, ისინი სერია A-ს მიღმა დარჩებიან.

ინფორმაცია დღეს ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.

აქამდე იტალიაში სუპერ ლიგის მომხრედ ტურინის „იუვენტუსი“ ითვლებოდა, რომელმაც პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავება ამჯობინა. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი პრესასთან საუბრისას სუპერ ლიგის იდეა მოიწონა და მათ თავისებური რეგლამენტიც კი შესთავაზა. ამ ყველაფრის ფონზე, შესაძლოა ნეაპოლურ კლუბს პრობლემები შეექმნას. ამას დრო გვიჩვენებს.

ზოგადად სუპერ ლიგაში თამაშის სურვილი ოფიციალურ დონეზე ამჟამად მხოლოდ „რეალმა" და „ბარსელონამ" დააფიქსირეს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ზოგადად ევროპაში არსებული კანონებით, უეფა და ფიფა კერძო ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ნებისმიერ კლუბს აქვს უფლება ითამაშოს ან არ ითამაშოს მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. აქედან გამომდინარე, არც ერთი ქვეყნის ჩემპიონატს, თუ ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს უფლება, რომელიმე გუნდს სადმე თამაში დააძალოს ან ვალდებული გახადოს. დიდი ალბათობით, სერია A-ს ეს გადაწყვეტილებაც ადრე, თუ გვიან სასამართლოში გასაჩივრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნულები და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი | რას წერს Marca მამარდაშვილზე
ნულები და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი | რას წერს Marca მამარდაშვილზე