მუდრიკი, გვარდიოლი და სხვები - პრემიერ ლიგის 2023 წლის იმედგაცრუება
Aa
Aa

მუდრიკი, გვარდიოლი და სხვები - პრემიერ ლიგის 2023 წლის იმედგაცრუება

ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ყველაზე ცუდი გუნდი შეადგინა.

ცუდში ფეხბურთელთა კლასი ან საფეხბურთო უნარები არ იგულისხმება. საუბარია იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც 2023 წელი ჩააგდეს. ჩამოთვლილთა სიაში რამდენიმე 100 მილიონიანი ფეხბურთელია.

ანდრე ონანა, იოსკო გვარდიოლი, რის ჯეიმსი, ერიკ დაიერი, მარკ კუკურეია, კალვინ ფილიპსი, ენცო ფერნანდესი, მეისონ მაუნტი, ანტონი, მარკუს რაშფორდი, მიხაილო მუდრიკი.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ და „ჩელსიდან“ 4-4 ფეხბურთელია წარმოდგენილი. ორი „მანჩესტერ სიტიდან“, ხოლო ერთი „ტოტენჰემიდან.“

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ჩელსის“ საშინელი სეზონი აქვთ. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო პოჩეტინოს „არისტოკრატები“ 25 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-ნომრიანი მაისური თავისუფალია - ელმასი ლაიპციგის ფეხბურთელია
7-ნომრიანი მაისური თავისუფალია - ელმასი ლაიპციგის ფეხბურთელია