კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: “რონალდუს მიზანი ეროვნულ ნაკრებში 250 მატჩის ჩატარებაა“

ახალი არავისთვის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე ფორმაშია. ამას ვეტერანი თავდამსხმელი „ალ ნასრიშიც“ ამტკიცებს და პორტუგალიის ნაკრებშიც. „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა მიმდინარე წელს 53 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ბომბარდირობასთან ძალიან ახლოს არის.

კრიშტიანუს ეროვნულ ნაკრებში ფანტასტიკური შედეგი აქვს. ამ მომენტისთვის მას 205 მატჩი აქვს ჩატარებული და როგორც ჩანს, მისი მიზანი 250 შეხვედრის გამართვაა. ამ საკითხზე პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა.

მარტინესი:

„ის პორტუგალიის ნაკრებში ძალიან ახლოს იყო 200 მატჩთან. ამ შედეგს აქამდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მიაღწია. მას ეს გამოუვიდა.. ჩვენ პირადი საუბარი გვქონდა, რომელსაც ვერ გავაჟღერებ, მაგრამ ერთ რამ შემიძლია გითხრათ. მან თქვა, რომ მიზანი ეროვნულ ნაკრებში 250 მატჩის ჩატარებაა. ეს დაუჯერებელი მოვლენა იქნება.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მომენტისთვის, 38 წლის შემტევს 205 მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება გატანილ გოლებს, რონალდუს ანგარიშზე 128 გოლია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე გავა, ჯგუფში სწორედ პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არიგო საკი: “მილანი გუნდი არ არის, რაღაც სიბნელეს ჰგავს“
არიგო საკი: “მილანი გუნდი არ არის, რაღაც სიბნელეს ჰგავს“