სუპერ ლიგა, ბერნდ რაინჰარტი
Aa
Aa

სუპერ ლიგის აღმასრულებელი დირექტორი: პატარა კლუბების შემოსავალი გასამმაგდება

სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნდ რაინჰარტმა ტურნირის მომავალზე ისაუბრა და რიგ საკითხებს ნათელი მოჰფინა.

„საფეხბურთო სამყარო მიჩვეულია მკაცრ 70-წლიან მონოპოლიას. თქვენ უნდა შეცვალოთ ჩიპი. ზოგისთვის ეს უფრო ძვირი დაჯდება, ზოგისთვის ნაკლები. კლუბებმა უნდა გაიგონ, რა დიდი შესაძლებლობა აქვთ.

აქამდე ევროპის საუკეთესო კლუბებსაც კი ემუქრებოდნენ. მუქარები რეალური იყო. მე ვნახე კომენტარები გუნდებისგან, რომლებიც ახსენებდნენ წარსულის სუპერ ლიგას და არა ამჟამინდელს. ახლა ღია და მერიტოკრატიული ტურნირი გვაქვს.

სუპერ ლიგაში არცერთ კლუბს პრივილეგია არ ექნება. ტურნირს ვერც ერთი საუდის არაბეთის კლუბი ვერ შეუერთდება. ეს არის ევროპული და მხოლოდ ევროპული პროექტი.

ლა ლიგა და სუპერ ლიგა მშვენივრად თანაარსებობენ. სუპერ ლიგა ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივაა.

ჩვენ ვმუშაობთ ფეხბურთის სასარგებლოდ და ამიტომ ვესაუბრებით ყველას, მათ შორის უეფას. მათ არ უნდოდათ ჩვენი მოსმენა, ასე მუშაობს მონოპოლია. ახლა სიტუაცია შეიცვალა.

ჩვენ გავასამმაგებთ შემოსავალს იმასთან შედარებით, რასაც უეფა „პატარა“ კლუბებს აძლევს. ყველაფერი საჯარო იქნება, იქნება დიდი გამჭვირვალობა.

დიახ, სუპერ ლიგის მატჩების ყურება შეგიძლიათ უფასოდ. მატჩები გადაიცემა Unify პლატფორმაზე. ჩვენ ხარჯების დაფარვას რეკლამით შევძლებთ.

ეს მოდელი მდგრადია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ გულშემატკივართა უპრეცედენტო პლატფორმაზე. მათ უფასო წვდომა ექნებათ და ეს შეუდარებელია. ამის შეთავაზება მხოლოდ საუკეთესო ევროპულ კლუბებს შეუძლიათ“,

- განაცხადა რაინჰარტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოდ თამაშობთ“ - ჩავიმ შესვენებისას ფეხბურთელები გააკრიტიკა
„სამარცხვინოდ თამაშობთ“ - ჩავიმ შესვენებისას ფეხბურთელები გააკრიტიკა