სუპერ ლიგა
Aa
Aa

„ამ გადაწყვეტილებას გავაანალიზებთ“ | ფიფას განცხადება სუპერ ლიგაზე

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფამ სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. ფიფა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, UEFA და FIFA დამნაშავედ ცნეს.

„ფიფამ მხედველობაში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის სასამართლომ სუპერ ლიგასთან დაკავშირებით გამოიტანა. კომენტარის გაკეთებამდე, ფიფა უეფასთან, სხვა კონფედერაციებთან და წევრ ასოციაციებთან ერთად, ამ ვერდიქტის ანალიზს მოახდენს.

თავისი წესდების შესაბამისად, ფიფას სპორტის სპეციფიკური ბუნების მტკიცედ სჯერა. მათ შორისაა პირამიდული სტრუქტურა, რომელიც სპორტულ დამსახურებაზე, საკონკურენციო ბალანსის პრინციპებსა და ფინანსურ სოლიდარობაზეა დაფუძნებული.

ფეხბურთმა წარმატებას სწორედ ზემოთ ხსენებული პრინციპების წყალობით მიაღწია და ფიფა, სხვა კონფედერაციები და ჩვენი წევრი ასოციაციები, ფეხბურთის ქომაგების ინტერესების დასაცავად, მათ ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებენ“.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა FIFA-ს და UEFA-ს მიერ კლუბებისთვის სხვა ტურნირებში მონაწილეობაზე აკრძალვა. მათი შეფასებით, ორგანიზაციების გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რაც კონკურენციის თავისუფლებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უეფას მონოპოლია დასრულდა“ - სუპერლიგის კომენტარი და კლუბების პროტესტი
„უეფას მონოპოლია დასრულდა“ - სუპერლიგის კომენტარი და კლუბების პროტესტი