გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„დიდებული იყო და თამაშში დაგვტოვა“ - ბარახა მამარდაშვილზე

ლა ლიგის მე-17 ტურში გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და „ვალენსიას“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

მამარდას „ბარსას“ წინააღმდეგ 7 „სეივი“ ჰქონდა და გუნდი აშკარად მარცხს გადაარჩინა.

შეხვედრის შემდეგ, „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ პრესასთან საუბრისას ქართველი მეკარე შეაქო.

„ბარსელონას ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა გიორგიმ დიდებულად ითამაშა. ის შესანიშნავად მოქმედებდა და მისი დამსახურებით თამაშში დავრჩით. მამარდაშვილმა გოლისგან რამდენჯერმე გვიხსნა. იმ მომენტებში, როცა გუნდს ყველაზე მეტად გაუჭირდა, ჩვენმა მეკარემ კლასი გამოავლინა და გადაგვარჩინა.

ჩვენს მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა და ეს ლოგიკურია, მათ უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ და ჩვენ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ ანგარიშის გათანაბრება დროულად მოვახერხეთ. ვთვლი, რომ დღეს ქულის აღება დავიმსახურეთ“.

აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა ტური სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 17 მატჩიდან კარი მშრალად 5 შეხვედრაში შეინახა.

ამ მომენტში „ბარსელონა'' 35 ქულით მე-3 ადგილზეა, მის წინ მყოფ „ჟირონასა'' და მადრიდის „რეალს'' მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ. „ვალენსიამ'' 17 ტურში 20 ქულა დააგროვა და მე-10 პოზიციას იკავებს.

მამარდაშვილი VS ბარსელონა - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერლიგის მოლოდინში | 1-1 მილიარდი ევრო რეალსა და ბარსას
სუპერლიგის მოლოდინში | 1-1 მილიარდი ევრო რეალსა და ბარსას