ბარსელონა, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

უშეცდომო და დამაჯერებელი - მამარდას ბრწყინვალე თამაში ბარსასთან

ლა ლიგის მე-17 ტურში „ვალენსიამ'' „მესტალიაზე'' „ბარსელონა'' მიიღო, მატჩი 1:1 დასრულდა. 55-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსმა სტუმრები დააწინაურა, გაშვებულ გოლში „ვალენსიას'' ქართველ მეკარეს მამარდაშვილს ვერ დავადანაშაულებთ, 70-ე წუთზე გილამონმა ანგარიში გაათანაბრა.

პირველ ტაიმში „ღამურების'' ქართველმა მეკარემ ლევანდოვსკის სამი დარტყმა გაანეიტრალა, მის აქტივში 3 „სეივი'' იყო, საერთო ჯამში კი მის აქტივში 7 „სეივია''. მამარდაშვილი ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ქულს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 17 მატჩიდან კარი მშრალად ხუთ შეხვედრაში შეინახა.

ამ მომენტში „ბარსელონა'' 35 ქულით მე-3 ადგილზეა, მის წინ მყოფ „ჟირონასა'' და მადრიდის „რეალს'' მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ. „ვალენსიამ'' 17 ტურში 20 ქულა დააგროვა და მე-10 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები