ევრო თასის მერვედფინალში დინამო თბილისი რიეკას პრიმორიეს შეხვდება
Aa
Aa

ევრო თასის მერვედფინალში დინამო თბილისი რიეკას პრიმორიეს შეხვდება

წყალბურთის ევრო თასის გათამაშების მერვედფინალში „დინამო თბილისის“ მეტოქე ხორვატიის ქალაქ რიეკას გუნდი „პრიმორიე“ იქნება.

ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა ხორვატიაში 2024 წლის 8 მარტს გაიმართება. „დინამო თბილისის“ პოტენციურ მეტოქეებს შორის ასევე იყვნენ: „ბარსელონა“, „სავონა“ და „პანიონისი“. 2023 წელს წყალბურთის ევრო თასის გათამაშება უნგრულმა კლუბმა, „ვასასმა“ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბი ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადაერთო, სადაც 6-დან 6 თამაში წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა. „დინამო“ ჯგუფში „დუბროვნიკთან“, „ოლიმპიაკოსთან“ და „პრო რეჩოსთან“ ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი - საქართველოს დრამატული გამარჯვება თურქეთთან
ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი - საქართველოს დრამატული გამარჯვება თურქეთთან