ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი: ფეხბურთში და კალათბურთში ბოლო 13 წელში 50 ტიტული მოვიგეთ

ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ ბრენდზე ისაუბრა და მას ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული უწოდა.

პერესი ასევე პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს შეეხო, რომელიც მისი თქმით ჯერაც არსებობს.

„ჩვენს ისტორიაში სპორტული წარმატების ერთ-ერთი უდიდესი ციკლის მოწმენი ვართ, როგორც ფეხბურთში, ასევე კალათბურთში. ბოლო 13 წლის განმავლობაში მადრიდის რეალმა 50 ტიტული მოიგო: 25 ფეხბურთში და 25 კალათბურთში. მათ შორისაა 5 ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო თასი და 3 ევროლიგის კალათბურთის თასი.

ამიტომ, ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც მიღწეულია ზოგიერთი მოთამაშისა და მწვრთნელის ნიჭის წყალობით, რომლებიც უკვე მადრიდის რეალისა და მსოფლიო სპორტის ლეგენდები არიან. ჩვენი გუნდები ნათლად ასახავენ ჩვენს ღირებულებებს: შრომისმოყვარეობა, თავგანწირვა, გაუმჯობესება, მეგობრობა, პატივისცემა, სამართლიანი თამაში, თავმდაბლობა და ერთიანობა.

მინდა და უნდა აღვნიშნოთ გასული წლები, რომლებიც პანდემიის გამო ყველასთვის ძალიან რთული იყო. ძალიან მძიმე გარემოებები გამოვიარეთ ცხოვრების ყველა სფეროსთვის. ნელ-ნელა ძალები მოვიკრიბეთ და დავიწყეთ წინსვლა, მაგრამ შედეგები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ რჩება. ჩვენ არ ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაგვტოვეს.

ვიმედოვნებთ, რომ ახალ წელს მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები დასრულდება“,

- განაცხადა პერესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალია
Goal-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალია