ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: 1/8-ფინალში ჩვენთან თამაში არავის ენდომება

ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ტური F ჯგუფში ყველაზე დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, მერვედფინალის საგზური „დორტმუნდთან“ ერთად პსჟ-მ მოიპოვა, რომელმაც „სიგნალ იდუნა პარკზე“ 1:1 ითამაშა.

მატჩის შემდეგ, პრესასთან პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქმნის უამრავ შესაძლებლობას, რომელსაც ყოველთვის სურს შეტევა. ჩვენ ამაღამ გვქონდა ოთხი ან ხუთი მკაფიო შანსი და დარწმუნებული ვარ, რომ თებერვალში გაცილებით ძლიერები ვიქნებით.

ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. არც ერთ გუნდს არ ექნება სურვილი, რომ ჩვენთან ითამაშოს.

ბედნიერი ვარ იმით რაც ამაღამ მოხდა, რადგან წინ წავედით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჯგუფი მოგვეგო და პირველი ადგილი დაგვეკავებინა. სწორედ ამას ვუყვიროდი ბიჭებს ბოლომდე: „ითამაშეთ 2-1-ისთვის, მაგრამ ძალიან ნუ გარისკავთ".

- განაცხადა ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილის 90 წუთი - შახტარი პორტუსთან დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადავიდა
გოჩოლეიშვილის 90 წუთი - შახტარი პორტუსთან დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადავიდა