ბეტისი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ერთი ქულით კმაყოფილი ვარ“ - ანჩელოტი ბეტისთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალი“ „ბეტისს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„ორივე გოლი შესანიშნავი იყო. „ბეტისის“ გოლი მომეწონა. კმაყოფილი ვარ, რადგან შეიძლებოდა წაგვეგო. ვფიქრობ, 1 ქულა დამსახურებული იყო. ზოგადად, ყველა თამაშის მოგება შეუძლებელია.

ასეთია ფეხბურთი. ხანდახან ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა ან დაგეგმილი გვქონდა. ვფიქრობ, სრულყოფილი თამაში გამოვიდა. იყო შეცდომებიც, მაგრამ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ახლა დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ.

აქ თამაში ყოველთვის რთულია და ნებისმიერ გუნდს უჭირს. ეს არის მომენტი, როდესაც ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ვიმეორებ, 1 ქულით ორივე კლუბი კმაყოფილი უნდა იყოს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „რეალს“ 39 ქულა დაუგროვდა და „ჟირონას“ 1 ქულით უსწრებს, რომელიც 10 ნოემბერს „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯს ემოციური არასტაბილურობა დააბრალა - ჟოზე შეიძლება დასაჯონ
მსაჯს ემოციური არასტაბილურობა დააბრალა - ჟოზე შეიძლება დასაჯონ