ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარას ეპიზოდი? უნდა გვახსოვდეს, რომ მარცხენა მცველი არ გვყავს“ | რა თქვა მაცარიმ

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა და ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა.

„ნებისმიერმა ადამიანმა, რომელმაც ფეხბურთის შესახებ ელემენტარული მაინც იცის, ხვდება, რომ ასეთ მდგომარეობაში ყველა გუნდი შეიძლება აღმოჩნდეს. ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, დომინირებდნენ და იუვენტუსი აიძულეს, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში საკუთარ საჯარიმოში ყოფილიყო გამოკეტილი. ჩვენი ერთადერთი შეცდომა, გოლის ეპიზოდში ფედერიკო გატის დაკარგვა იყო. ნაპოლიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, თუ მსგავსი ფეხბურთის ჩვენებას გავაგრძელებთ, დადებით შედეგებს დავაფიქსირებთ და სატურნირო ცხრილში წინსვლა გვექნება.

ნაპოლიში ჩემი დანიშვნის შემდეგ, ყველა თამაშში დავინახე გუნდი, რომელმაც მეტოქეებზე უკეთ იასპარეზა. რთულია, ასეთ მატჩზე ახსნა-განმარტება გააკეთო და სამწუხაროდ, პირველივე შეცდომის გამო დავისაჯეთ. კვარას რაც შეეხება, მისი ეპიზოდი სენსაციური იყო და ცუდ მომენტად დარჩა, რადგან ვერ გავიტანეთ. თუ გუნდი გამარჯვებასაა შეჩვეული, კრიტიკა ხვდება, როცა საკუთარ ძალებს ვერ აჩვენებს. ხვიჩა ძლიერი ბიჭია და უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვყავს მარცხენა მცველი, რომელიც ფლანგზე ჩაირბენს და მას გაათავისუფლებს.

გვაკლია დეტალი, რომელიც ძლიერ გუნდებთან განსხვავებას შექმნის. თუ ჩემპიონთა ლიგაზე, ბრაგასთან სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ, იტალიის ჩემპიონატზე და განაპირა მცველების გამოჯანმრთელებაზე გადავერთვებით. ვიქტორ ოსიმენი ჩემპიონია და ის და ხვიჩა განსხვავებას აუცილებლად შექმნიან. მთავარია, ოსიმ ფიზიკური კონდიციები დაიბრუნოს და ის გამანადგურებელი მოთამაშეა. ვფიქრობ, დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 24 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ეგიდითაც, „ბრაგასთან“ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე
„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე