ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩამ მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა | ნაპოლი იუვენტუსთან დამარცხდა

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. მოსისხლე მტრების შეხვედრა ტურინში გაიმართა და „ბებერმა ქალბატონმა“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - 1:0.

შეხვედრის სტარტზე, ორივე გუნდმა სიფრთხილე გამოიჩინა და პირველი მომენტი მე-19 წუთზე შეიქმნა. დუშან ვლაჰოვიჩს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა მოიგერიეს, უესტონ მაკკინიმ კი არაზუსტად დაამატა. პირველ ნახევარში ყველაზე რეალური მომენტი „კვარას“ შეექმნა. 28-ე წუთზე, ქართველი შემტევი ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, ფედერიკო გატისთან ორთაბრძოლის შემდეგ, ხვიჩამ აუტი მოიპოვა, რომლის მოწოდების დროსაც, ბურთი ზემოთ ხსენებულ მცველს განზრახ გაარტყა და მთავარი მსაჯისგან, დანიელე ორსატოსგან გაფრთხილება დაიმსახურა.

„ბებერი ქალბატონი“ მეორე ტაიმის სტარტზე დაწინაურდა. შეხვედრის 51-ე წუთზე, ალექს მერეტის კარი ფედერიკო გატიმ აიღო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე, „პარტენოპეიმ“ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ვალტერ მაცარის „ნაპოლის“ 1 ზუსტი დარტყმა ჰქონდა და ყველა ტურნირის ეგიდით, ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ქართველი ფეხბურთელი 86-ე წუთზე შეცვალეს და სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 24 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ეგიდითაც, „ბრაგასთან“ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი მექნება“
თოფურია: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი მექნება“