ხვიჩა კვარაცხელია, დენზელ დუმფრისი
Aa
Aa

„აპლოდისმენტები! გამორჩეული, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი“ - ინტერში ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

„ნერაძურის“ დამაჯერებელი გამარჯვების გარდა, ეს შეხვედრა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ფაქტით მოხვდა. მეორე ტაიმის დებიუტში, „ინტერის“ მცველი, დენზელ ფუმფრისი მეორე სართულზე ბრძოლის დროს ნათანს შეეჯახა და გაზონზე დაეცა. საგულისხმოა, რომ მასთან დაუყოვნებლივ მიირბინა ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლის“ შეტევის მიუხედავად, თამაშის შეჩერება და ნიდერლანდელ ფეხბურთელთან სამედიცინო შტაბის შესვლა მოითხოვა.

ამ ფაქტს მოგვიანებით ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და „ინტერის“ გულშემატკივარი, ტომასო ლაბატე გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რას წერს ლაბატე Twitter-ზე:

სანამ შეუმჩნეველი დარჩენილა. დიდი აპლოდისმენტები კვარაცხელიას, რომელიც თანაგუნდელების შეტევის მიუხედავად თამაშის შეჩერებას და დუმფრისის სერიოზული ტრავმის შიშით, სამედიცინო დახმარების ჩატარებას ითხოვდა.

ერთია, როდესაც გამორჩეული ფეხბურთელი ხარ და მეორე, როდესაც იშვიათად გამორჩეული კაცი ხარ!

საბედნიეროდ, დუმფრისის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა თამაში უპრობლემოდ გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან უფრო მეტს ველოდით“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს
„მისგან უფრო მეტს ველოდით“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს