ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჩელსისთვის კვარას ტრანსფერი შეუსრულებელი მისიაა“

ბრიტანული გამოცემა football.london-ი ხვიჩა კვარაცხელიას „ჩელსიში“ ტრანსფერს „შეუსრულებელ მისიას“ უწოდებს.

„ჩელსიმ კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ადრეული დარტყმა მიიღო. ლურჯები ქართველს აკვირდებიან და 2024 წლის ზაფხულში მის გადაბირებას ცდილობენ.

ხვიჩას მიმართ ინტერესი ასევე აქვთ სიტის, რეალსა და ბარსელონას. ამბობენ, რომ ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს, თუმცა კლუბს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტით წასვლას გადააფიქრებინებენ.

ფეხბურთელის მამამ ბადრი კვარაცხელიამ რეალთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩას ყოველთვის სურდა სამეფო კლუბში თამაში და მისი შეხედულება ახლაც ასეთია.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩელსისთვის ხვიჩას ტრანსფერი შეუსრულებელ მისიად მოჩანს“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

„ნაპოლისთვის“ ჯერჯერობით ხვიჩას თაობაზე ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს. როგორც მამუკა ჯუღელმა განაცხადა, უახლოეს მომავალში ნეაპოლელები კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამაზე არავინ საუბრობს“
„კვარამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამაზე არავინ საუბრობს“