ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა
Aa
Aa

ანგისა: მაცარის მოსვლის შემდეგ გუნდი გაერთიანდა

„ნაპოლის“ კამერუნელმა ნახევარმცველმა ზამბო ანგისამ „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

ანგისამ გუნდში ვალერ მაცარის მისვლის შემდეგ არსებულ დადებით ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება.

„საბოლოოდ მატჩის ბოლომდე ენერგია დაგვაკლდა. ასეთი დონის მეტოქესთან მსგავსი შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ეს რეალია. კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ბედნიერები ვართ, რადგან ამ შეხვედრაში ყველაფერი გავეცით, მაქსიმუმი დავდეთ, თუმცა შეცდომების გამო დავისაჯეთ. ჩვენი შანსები კი სრულად ვერ გამოვიყენეთ.

მადრიდში ჩამოვედით და მოგება ვცადეთ. ეს ვერ შევძელით, მაგრამ ახლა ბრაგაზე ფიქრი გვმართებს. ისინი უნდა დავამარცხოთ. ასევე მომავალი რთული მატჩები გველის სერია A-შიც.

მაცარის მოსვლის შემდეგ, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ერთად თამაშობს. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს გვაძლევს და ამ გუნდის მნიშვნელობას აცნობიერებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგო: “მე, ბელინგემს და კვარას შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ“
როდრიგო: “მე, ბელინგემს და კვარას შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ“