საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვს ოპერაცია ჩაუტარდა | ვარჯიშს მომდევნო კვირაში განაახლებს

„ტორინოს“ ქართველ ფეხბურთელს, საბა საზონოვს ოპერაცია ჩაუტარდა. ტურინულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ახალგაზრდა მცველს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„საბა საზონოვს ოპერაცია ჩაუტარდა, რათა მატჩისას მიღებული ცხვირის ძვლის მოტეხილობა შემსუბუქებულიყო. ქირურგიული ჩარევა პროფესორმა ლიბერო ტუბინომ ჩაატარა და მას ტორინოს სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები ახლდნენ თან. ფეხბურთელი ვარჯიშს მომდევნო კვირაში, სპეციალური დამცავი ნიღბით დაიწყებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ 12 ტურის შემდეგ, 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. „გრანატას“ მომდევნო შეხვედრა 27 ნოემბერს ელის. თბილისის დროით, 23:45-ზე, ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ საზონოვმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა სერია A-ს ეგიდით გამართულ 3 შეხვედრაში მიიღო. მან ჯამში მოედანზე 129 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე