სევილია
Aa
Aa

სექსუალური ძალადობა საკუთარ ქალიშვილზე - აიაქსის და სევილიას ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს

სპორტულ მედიაში არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. Telegraph-ის ცნობით, ესპანეთში, „სევილიას“ და „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს. მიზეზი საკუთარ ქალიშვილზე სექსუალური ძალადობაა. საუბარი ტარიკ ულიდაზეა, რომელსაც სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ ქალიშვილს საწოლში ძალის გამოყენებით ჩაუწვა და ინტიმურ ადგილებში ხელით შეეხო.

მისმა ქალიშვილმა საჭირო წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციას მიმართა. ტარიკს მიმალვა არ უცდია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და 1995 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ტარიკ ულიდა ამსტერდამის „აიაქსში“ 1992 წლიდან 1995 წლის ჩათვლით თამაშობდა და ბოლო სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნიდერლანდური კარიერის შემდეგ, ყოფილი ნახევარმცველი „სევილიას“ შეუერთდა, სადაც 1998 წლამდე გაჩერდა. კარიერა კი 2004 წელს დენ ჰააგში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Opta-ს პროგნოზი სერია A-ზე | რომელ ადგილებზე გავლენ ქართველთა კლუბები
Opta-ს პროგნოზი სერია A-ზე | რომელ ადგილებზე გავლენ ქართველთა კლუბები