თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„ეს საერთოდ რა კითხვაა?! რა გინდათ ჩვენგან?“ - ქეცბაია ჟურნალისტებს

თემურ ქეცბაიას კვიპროსმა შინ ესპანეთის ნაკრებთან ევროსაკვალიფიკაციოს მე-7 ტურში 1:3 წააგო. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი ქართველი სპეციალისტი ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა.

პირველი შემთხვევა არ არის, რომ ქეცბაია მედიასთან კონფლიქტში შედის. ამჯერად, „ქეცბამ“ თავისი ნაცნობი გამონათქვამი გამოიყენა და კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოუგეს ესპანეთს, ასე უპასუხა:

„ეს საერთოდ რა კითხვაა?! თქვენ ნახეთ ორივე გუნდის მოთამაშეები? რა გინდათ ჩვენგან? რას ითხოვთ? რას მოელით, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვუპირისპირდებით? ნახეთ რა გუნდებში თამაშობენ ისინი? და შემდეგ მე ამ კითხვით მომმართავთ?!

ესპანეთი დღეს არის მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები, როგორც მინიმუმ ევროპაში. ვფიქრობ, ისინი ამჟამად გარკვეულ ასპექტებში უკეთესები არიან, ვიდრე 2008-12 წლებში იყვნენ, რადგან ფლანგებს ხშირად იყენებენ.

ესპანეთი ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტია“.

- ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს მადრიდული Marca.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში ჩვენს ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ქეცბაიას ბოლო დროს კვიპროსული მედია დაუპირისპირდა. გარდა შედეგებისა, მას საუბრის სტილსა და საქმისადმი მიდგომას უწუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: კვარამ მითხრა, აი განახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო
ჯუღელი: კვარამ მითხრა, აი განახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო