ხვიჩა კვარაცხელია, ჩავი ერნანდესი, დეკუ სოუზა
Aa
Aa

„კვარა ბარსას სამიზნეთა სიაშია, ყველა ზაფხულს ელის“ - ესპანური გამოცემა

ესპანური გამოცემა fcbarcelonanoticias-ი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ წერს.

„კვარაცხელიას მიმართ ბოლო დროს ინტერესები ისეთ გრანდებს აქვთ, როგორებიც ბარსელონა და რეალი არიან. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა საბოლოოდ ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში გადავა.

„კვარაცხელია დიდ გუნდში თამაშობს, თუმცა არიან სხვა გიგანტური კლუბებიც, როგორიცაა ბარსელონა, რეალი ან ბაიერნი. ის ნებისმიერს უნდა. ხვიჩა ერთ-ერთ დიდ კლუბში ითამაშებს. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მის კარიერაში მოხდეს. ტიტულების მოგების შესაძლებლობა რაღაც ფანტასტიკურია“. - ამბობს ვილი სანიოლი.

ევროპის ტოპ 5 ლიგაში გასულ სეზონში 10+ გოლი და 10+ საგოლე გადაცემა, მხოლოდ 8 ფეხბურთელმა დააფიქსირა და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია.

მის მიმართ დიდი ინტერესია და ყველა 2024 წლის ზაფხულს ელის. ქართველი ჩავის ბარსას სამიზნეთა სიაშია. დეკუ (სპორტული დირექტორი) ბარსელონასთვის ახალი შეტევის ჩამოყალიბებას გეგმავს და ქართველს ფავორიტ კადრად მიიჩნევს. თუმცა, ნაპოლი მის ვარსკვლავს 170 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ტრანსფერს ძალიან ართულებს.

ბარსელონა 2024 წლის ზაფხულისთვის შეტევის გაძლიერებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ დეკუსთვის კვარა პრიორიტეტულია, კონკურენცია ინტენსიური და დიდი იქნება, რადგან ქართველის მიმართ პსჟ და რეალიც იჩენენ ინტერესს. ეს მოცემულობა კი ლოდინის კომპასს ქმნის, რადგან ბარსელონა შესაძლებლობებს გულდასმით განიხილავს, არჩევს სტრატეგიას, რომელიც მომავალში კვარაცხელიას გაფორმებას უზრუნველყოფს“.

- წერს ესპანური გამოცემა.

ინფორმაცია აშკარად მათი ექსკლუზივია, რადგან სტატიაში რომელიმე სერიოზული გამოცემა ან ცნობილი ჟურნალისტი ნახსენები არ არის. თავად fcbarcelonanoticias-ი კი ესპანურ პრესაში არც ისე წონიანი ვებ გვერდია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ხვიჩასა და „ბლაუგრანას" შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება.

ყველაფერი სეზონის ბოლოს და 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: კვარამ მითხრა, აი განახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო
ჯუღელი: კვარამ მითხრა, აი განახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო