ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი: რეალი ჩემთვის ყველაფერია, ოჯახი, ცხოვრების წესი

ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში კლუბის შესახებ ისაუბრა და თავისი გრძნობები გამოხატა.

„რეალი ჩემთვის ყველაფერია. ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი ოჯახი, ცხოვრების წესი.

მე ხორვატიიდან ვარ, იქ დავიბადე. მაგრამ 11 წელია აქ ვარ, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბში განვიცდი.

მადრიდის რეალის მაისურით 500 მატჩი წარმოუდგენელია, არ ვიცი რა ვთქვა. ამ ეტაპის მიღწევა გასაოცარია. 500 თამაში არის მაჩვენებელი, რომლისთვისაც რეალის ძალიან ცოტა მოთამაშეს აქვს მიღწეული. ის ფაქტი, რომ ამ რჩეულთა შორის ვარ, სიამაყით მავსებს.

ყველა ჯილდოსა და თასის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრების აღიარება იყო, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან. არ შეიძლება ხალხის მოტყუება.

სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ყოველ ჯერზე, როცა სანტიაგო ბერნაბეუზე გავდივარ, ძალიან მახარებს. ასე რომ, მე ყოველთვის მინდოდა ამის ანაზღაურება - ჩემგან მაქსიმუმის გაცემით“.

38 წლის მოდრიჩი „რეალში“ თავის მე-12 სეზონს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ჯუდ ბელინგემმა Golden Boy-ის ჯილდო მოიგო
ოფიციალურად | ჯუდ ბელინგემმა Golden Boy-ის ჯილდო მოიგო