ერლინგ ჰოლანდი, როდრი
Aa
Aa

როდრი ოქროს ბურთზე: მუნდიალი 1 თვე გრძელდება, ჰოლანდმა კი ყველაფერი მოიგო

როდრი თვლის, რომ ერლინგ ჰოლანდი 2023 წელს ოქროს ბურთს იმსახურებდა.

„მსოფლიო ჩემპიონატი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ისიც მართალია, რომ მუნდიალი მხოლოდ ერთი თვე გრძელდება, როცა სეზონი 7-8 თვე მიმდინარეობს.

ამ ყველაფრის საფუძველზე, ბიჭი, რომელმაც პირველივე სეზონში მანჩესტერ სიტიში ყველა საგოლე რეკორდი მოხსნა და ყველაფერი მოიგო, მას ოქროს ბურთისთვის აშკარად უნდა ებრძოლა. მოხარული ვიქნებოდი, თუ ჯილდოს ის მიიღებდა, მაგრამ ეს სხვების გადასაწყვეტია.

ჩემი მე-7 ადგილი? ამით ძალიან ვამაყობ. ეს იყო ჯილდო ამ საოცარი წლისთვის, მაგრამ მე მიწაზე ვრჩები და ვიცი, რომ ამ დონეზე ყოფნა შემიძლია და ამიტომ საკუთარ თავთან მომთხოვნი ვარ.

ნახევარმცველებს საუკეთესო ბომბარდირებთან და ვარსკვლავებთან კონკურენცია უჭირთ.

რამდენად მნიშვნელოვანია ნახევარმცველის როლი? ეს სუბიექტურია. ჟიურის მადლობელი ვარ, მაგრამ მე კოლექტიურად მოგებული ჯილდოები მირჩევნია“,

- განაცხადა როდრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელოვნება, მაგია, ელეგანტურობა“ | ზიდანი მესის შეხვდა
„ხელოვნება, მაგია, ელეგანტურობა“ | ზიდანი მესის შეხვდა