ნაპოლი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

მაცარი: “2 დღეა არ მიძინია“

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გახლავთ. ჯერჯერობით, მას პრესკონფერენცია არ გაუმართავს, თუმცა „ნაპოლის“ ოფისთან მას ჟურნალისტები დახვდნენ და რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მაგრამ ვალტერმა ძალიან მწირი კომენტარი გააკეთა.

მაცარი:

„ახლა ძალიან დაღლილი ვარ. ორი დღეა არ მიძინია. აქ ყველაფერი ისეთი მშვენიერია, როგორც ყოველთვის.“

შეგახსენებთ, აურელიო დე ლაურენტისს რუდი გარსიას გაშვების შემდეგ, ანტონიო კონტეს დანიშვნა სურდა, თუმცა იტალიელმა უარი განაცხადა.

პრეზიდენტი შემდეგ იგორ ტუდორზე გადაერთო, რომელსაც 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა ტუდორმა 2-წლიანი ხელშეკრულება მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, ვალტერ მაცარი 2009/2013 წლებში „ნაპოლის“ წვრთნიდა. სხვადასხვა დროს კი ის სათავეში „ინტერს“, „ტორინოს“, „კალიარის“, „სამპდორიას“, „უოტფორდს“, „რეჯინას“ და „ლივორნოს“ ედგა სათავეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჯი: გარსია ნაპოლის მოთამაშეებს მხოლოდ სახელებით იცნობდა
მოჯი: გარსია ნაპოლის მოთამაშეებს მხოლოდ სახელებით იცნობდა