დანილო: კაფუ ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი იყო
Aa
Aa

დანილო: კაფუ ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი იყო

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა დანილომ განაცხადა, რომ მისი კუმირი ლეგენდარული ბრაზიელიელი მარჯვენა მცველი კაფუ იყო. 23 წლის ფეხბურთელის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობს და მადრიდის "რეალს" გუშინ შეუერთდა. მისი ტრანსფერი „სამეფო გუნდს“ 31,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

„კონკურენცია, რომელიც არსებობს ფეხბურთელებს შორის, იმის დამადასტურებელია, რომ კლუბს გამარჯვებები სურს. „რეალის“ რიგებში საკმაოდ კარგი ბიჭები არიან. ამ კონკურენციიდან კი კლუბი იგებს, რადგან ერთი ამპლუის სამი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს. ჩემი მიზანი „რეალში“ დიდი ხნით დარჩენაა და ამისათვის თავდაუზოგავად ვიმუშავებ. კაფუ ნებისმიერი ბრაზილიელი მცველისთვის სამაგალითოა ფეხბურთელი იყო და ვცდილობ რომ მისგან ბევრი ვისწავლო. ის ჩემი კუმირი იყო თუმცა, არ მინდა საკუთარი თავის მასთან შედარება, რადგან მე ჩემი ძლიერი და განსაკუთრები მხარეები მაქვს. შემიძლია, რომ ერთნაირად კარგად ვიმოქმედო დაცვაშიც და შეტევაშიც“ - განაცხადა დანილომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები