ბარსელონა, ლაციო, ჩავი ერნანდესი, პედრო როდრიგესი
Aa
Aa

პედრო: “თუ ჩავი დამირეკავს დაბრუნებისთვის მზად ვარ“

„ბარსელონას“, რომ შეტევაში პრობლემები აქვს ეს ახალი არავისთვის არის. ბოლო პერიოდში, „ბლაუგრანას“ იმაზე ნაკლები გოლი გააქვს, ვიდრე ადრე.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ლაციოს“ გარემარბმა პედრო როდრიგესმა ბარსას საკუთარი თავი შესთავაზა.

რა თქვა პედრომ?

„თუ ჩავი დამირეკავს და „ბარსელონაში“ გადასვლას შემომთავაზებს, სანამ ტელეფონს გათიშავს იქამდე აღმოვჩნდები კატალონიაში. ბარსა ჩემი სახლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ლაციოს“ ინტერესებს არ ვიცავ.

რა თქმა უნდა, დაბრუნება მრავალი ფაქტორის გამო რთული იქნება. პირველ რიგში, ასაკის გამო.. მიუხედავად ამისა, სიამოვნებით დავბრუნდებოდი. კარიერის დასრულება „ბარსელონაში“ შესანიშნავი იქნებოდა.“

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ აღზრდილი გახლავთ, ხოლო პირველ გუნდში 2008/2015 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში პედრომ ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 321-ჯერ მოირგო, 99 გოლი გაიტანა და 62 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან დერ ვაარტი: „ბრობის სახით, აიაქსს კარგი თავდამსხმელი ჰყავს“
ვან დერ ვაარტი: „ბრობის სახით, აიაქსს კარგი თავდამსხმელი ჰყავს“