ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი: ლიგის ახალი ფორმატი აბსურდია, სუპერლიგა ფეხბურთის ერთადერთი ხსნაა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უეფას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას ფეხბურთისთვის სარგებელი ვერ მოაქვს. მან ხაზი სუპერ ლიგის შექმნის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა.

„უეფას ხელმძღვანელობა საპირისპირო მიმართულებით მიდის. ჩემპიონთა ლიგის ახალ მოდელს ექნება მეტი თამაში და ნაკლები ინტერესი. ეს აბსურდული ტურნირია.

ისინი არ ითვალისწინებენ გულშემატკივართა მოთხოვნებს, ფეხბურთელების მოთხოვნებს და კლუბების საჭიროებებს. უეფა არ ახდენს ინოვაციებს და არ იცის როგორ დაუპირისპირდეს არსებულ საფრთხეს სპორტის სხვა სახეობებისგან, რომლებიც განაგრძობენ განვითარებას. პირველ რიგში, ვგულისხმობ ამერიკულს.

ჩვენ ვნახეთ მრავალი მაგალითი მსხვილი კორპორაციებისა, რომლებიც დამთავრდნენ, რადგან ვერ შეძლეს ადაპტაცია.

უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ რეალი სუპერლიგის პროექტის სათავეში არ იყოს, მაგრამ ისტორია ამას ჩვენგან მოითხოვს. მე მჯერა ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემის. მიმაჩნია, რომ უეფას ევროპულ ფეხბურთზე მონოპოლია არ უნდა ჰქონდეს. სუპერლიგის საქმეზე გადაწყვეტილებას 21 ნოემბერს გავიგებთ, ფეხბურთის მომავალი ამაზეა დამოკიდებული.

ვიმედოვნებთ, რომ 21 ნოემბერი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

ფეხბურთი უპრეცედენტო ინსტიტუციური კრიზისის წინაშე დგას. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. ან ახლა ვიმოქმედებთ, ან ფეხბურთი ვერ გადარჩება.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ არსებობენ მენეჯერები, რომლებიც არ ფიქრობენ გულშემატკივრებზე, როცა მოქმედებენ. ევროპული ფეხბურთი არ ეკუთვნის უეფას პრეზიდენტს, ესპანური ფეხბურთი კი არ ეკუთვნის ლა ლიგის პრეზიდენტს.

სუპერლიგა საჭიროა ისე როგორც არასდროს. მიზანი საუკეთესო ფეხბურთის შეთავაზებაა და კლუბები უნდა იყვნენ საკუთარი ბედის ოსტატები. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კლუბი კარგავს მილიონებს, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს მათ მფლობელებს.

და ვითხოვ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების გამკაცრებას, რომელსაც ზოგიერთი კლუბი უშედეგოდ არღვევს. მდგომარეობა არასტაბილურია, სტაბილური ვერ იქნება.

ისინი იქამდე დავიდნენ, რომ ამბობენ, თითქოს გვსურს ეროვნული ლიგებიდან გასვლა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს ტურნირები სრულიად თავსებადი იქნება. ეს იქნება მერიტოკრატიული კონკურენცია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიკი პირველივე ტაიმში! - ვოლკოვმა საბაჰს მოაგებინა
ჰეთ-თრიკი პირველივე ტაიმში! - ვოლკოვმა საბაჰს მოაგებინა