ბაიერნი, ტომას მიულერი
Aa
Aa

მიულერმა კასილასს აჯობა - წინ კრიშტიანუ რონალდუა

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „გალათასარაის“ ესტუმრა და ჰარი კეინის დუბლის წყალობით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირება ტომას მიულერისთვის ისტორიული აღმოჩნდა. გერმანელმა შემტევმა იკერ კასილასის მიღწევა გააუმჯობესა.

ტომასმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 102-ე გამარჯვება იზეიმა და ამით იკერ კასილასს გადაასწრო. ლეგენდარულ ესპანელ ყოფილ მეკარეს ჩემპიონთა ლიგაზე 101 გამარჯვება აქვს. მიულერზე წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 115-ჯერ გაიმარჯვა.

ცნობისთვის, გერმანელმა ფეხბურთელმა ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე 147 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 53 გოლი გაიტანა. ტომასი ამ შედეგით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-7 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: ოსიმენი ატალანტასთან განაცხადში იქნება
იტალიური მედია: ოსიმენი ატალანტასთან განაცხადში იქნება