მილანი, პსჟ, ლუის ენრიკე
Aa
Aa

თამაშზე კონტროლი დავკარგეთ - ლუის ენრიკე მილანთან მარცხზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „მილანმა'' შინ პსჟ 2:1 დაამარცხა. შკრინიარის გოლით პარიზული გუნდი დაწინაურდა, თუმცა ლეაუამ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში ოლივიე ჟირუმ გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ მედიასთან პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა. მისი თქმით, გატანილი გოლის შემდეგ პსჟ-მ თამაშზე კონტროლი დაკარგა.

ლუის ენრიკე: „პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ თამაში ვეღარ გავაკონტროლეთ. თამაშზე კონტროლი რამდენჯერმე დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შევქმენით.

„მილანმა’’ შეტევაში კარგად ითამაშა. ფიზიკური მომზადებისა თუ ტექნიკური შესაძლებლობების კუთხით „მილანი’’ ძლიერი გუნდია, რომელმაც იცის როგორ აითვისოს თავისუფალი სივრცეები.

წინ 2 მატჩია. ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სიკვდილის ჯგუფია, სწორედ ამიტომ უწოდეს ეს სახელი. ოთხივე გუნდის მომავალი თავის ხელშია. შემდეგი ტური ძალიან მნიშვნელოვანი იქნება’’.

4 ტურის შემდეგ „დორტმუნდი'' 7 ქულით ჯგუფის ლიდერია, პსჟ 6 ქულით მეორე პოზიციაზეა, „მილანის'' აქტივში 5 ქულაა, „ნიუკასლი'' 4 ქულით აუტსაიდერია, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მე-5 ტურში „დორტმუნდი'' „მილანს'' ესტუმრება, „ნიუკასლი'' - პსჟ-ს. ორივე შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები