ბარსელონა, დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია გოჩოლეიშვილის შეფასება ბარსელონასთან მატჩში

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ქართველი გულშემატკივრების დაუვიწყარი მატჩი გაიმართა. დონეცკის „შახტარმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. სასიხარულო ის არის, რომ გატანილ გოლში მონაწილეობა გიორგი გოჩოლეიშვილმა მიიღო. ქართველმა უკანახაზელმა ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა უკრაინული გუნდის ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

რიჟნიკი(7.4), გოჩოლეიშვილი(7.0), ბონდარი(7.0), რაკიცკი(7.6), მატვიენკო(7.1), სტეფანენკო(6.7), ზუბკოვი(7.6), კრუშკივი(6.6), სუდაკოვი(7.1), ნევერტონი(5.9), სიკანი(7.0).

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, დონეცკის „შახტარს“ 6 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

ასევე შეგახსენებთ, მესამე ტურის მატჩში „ბარსელონასთან“ საგოლე გადაცემა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფოთი დამარცხებულია - ბათუმის დინამო საქართველოს თასის ფინალშია
ფოთი დამარცხებულია - ბათუმის დინამო საქართველოს თასის ფინალშია