იბერია 1999, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

საბურთალომ სამგურალი დაამარცხა და თასის ფინალში გავიდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა. პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

თბილისელები ძალიან მალე, მატჩის მეორე წუთზე დაწინაურდნენ. თავი ნონიკაშვილმა გამოიჩინა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის, ასევე მეორე წუთზე „სამგურალმა“ წონასწორობა აღადგინა. თავი ლუკა ხორხელმა გამოიჩინა. წყალტუბოელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან შემდეგ შეტევაში „საბურთალო“ დაწინაურდა. ამჯერად გოლის ავტორი შეიკნე სილა გახდა.

სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ლაზარე კუპატაძის კარის აღება ვერ მოახერხეს. „საბურთალო“ ფინალში გავიდა, სადაც ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარის შვილის გატაცება სცადეს - დამნაშავე დაკავებულია
ნეიმარის შვილის გატაცება სცადეს - დამნაშავე დაკავებულია