გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ძიუდოში, ევროპის ჩემპიონატზე +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც ფინელ პუმალაინენს ან ნიდერლანდელ სნიპეს შეხვდება.

თუშიშვილმა 1/8-ფინალში ერიკ აბრამოვს აჯობა, 1/4-ფინალში თურქი მუნირ ერთთურქის ბარიერი დასძლია, ნახევარფინალში უნგრელი რიშარდ შიპოცს იპონი შეუსრულა. წარმატებული სერიის შემდეგ ოქროს მედლამდე 1 შეხვედრის მოგება აშორებს.

თუშიშვილის გამარჯვება ნახევარფინალში

-100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ 1/4-ფინალში ავსტრიელ აარონ ფარას მოუგო, 1/2 ფინალში - ილიამ პალჩიკს და ფინალში გავიდა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა შვედ მარკუს ნიმანს იპონით მოუგო. ანალოგიურად, ფრანგ ალექსის მატიესთანაც იპონით გაიმარჯვა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ წარუმატებლად იასპარეზა. ანალოგიურად, ტურნირს ადრეულ ეტაპზე სოფიო სომხიშვილი დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები