კილიან მბაპე, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

BILD: თუ, რეალი მბაპეს ვერ შეიძენს, მუსიალას გაფორმებას შეეცდება

მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა შეიძინოს.

Bild-ის ცნობით, მადრიდული კლუბი კილიან მბაპეს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, მაგრამ თუ გარიგება ვერ შედგება, „რეალი“ შეეცდება მუსიალა შეიძინოს, რომელიც ამჟამად „სამეფო კლუბის“ სათადარიგო გეგმას წარმოადგენს.

მუსიალას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. გერმანელმა ნახევარმცველმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება შეაჩერა. ჯამალს სურს ითამაშოს გუნდში, რომელსაც აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი, ამიტომ „რეალი“ მიმზიდველ ვარიანტად გამოიყურება.

იმავე მიზეზი იწერება ალფონსო დევისი შემთხვევაშიც, რომელიც ასევე წასვლას გეგმავს და მისი მთავარი მსურველიც „რეალია“.

რაც შეეხება მბაპეს, მას პარიზულ კლუბში დარჩენა ახალი კონტრაქტის თანახმად 2025 წლამდე მოუწევს. მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ზაფხულში მბაპეს სატრანსფერო საგა ხელახლა დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში