გიორგი მამარდაშვილი, ატლეტიკ ბილბაო
Aa
Aa

5 სეივი და MVP-ის ტიტული - მამარდას კარგი მატჩი და ფრე ბილბაოსთან

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ატლეტიკ ბილბაოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.

რუბენ ბარახას გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 დათმო, თუმცა, მეორე ნახევარში „ქამბექი“ შემოგვთავაზა და 68-ე წუთისთვის 1:2 დაწინაურდა, თუმცა, მოგების შანსი ხელიდან მატჩის მიწურულს გაანიავა.

მასპინძლები 32-ე წუთზე დე მარკოსმა დააწინაურა, რომელმაც ნიკო უილიამსის საგოლე გადაცემა ზუსტად გამოიყენა და გიორგი მამარდაშვილს ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა.

წონასწორობა 62-ე წუთზე უგო დუროს პასით ფრან პერესმა აღადგინა.

68-ე წუთზე კი ამჯერად უგო დურომ გაიტანა, რომელმაც პერესის პასი გამოიყენა და „ვალენსია“ დააწინაურა.

სტუმრები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ და რომ არა მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე მცველების მცირედი უყურადღებობა, სამ ქულასაც ჩაიწერდნენ. ატლეტიკი მარცხისგან ალექს ბერენგერმა იხსნა, რომელმაც მამარდას თავით გაუტანა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველი მეკარე ტრადიციულად „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირიც გახდა. იმის მიუხედავად, რომ 22 წლის მეკარემ ორი ბურთი გაუშვა, 5 სეივის შესრულება მაინც შეძლო და მათ შორის რამდენიმე ეფექტურიც იყო. საბოლოოდ, გიორგი მამარდაშვილი მატჩის MVP-დაც დაასახელეს.

გიორგი მამარდაშვილის სეივები ბილბაოსთან

11 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება, ბილბაოს „ატლეტიკი“ კი 18 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, კოპა დელ რეიზე გამართავენ. მამარდას გუნდის მეტოქე „ლოგრონესი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პსვ-სთან და ბოლო ადგილი - აიაქსის კოშმარი გრძელდება
მარცხი პსვ-სთან და ბოლო ადგილი - აიაქსის კოშმარი გრძელდება