ლივერპული, იურგენ კლოპი, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

კლოპი: სალაჰს 19-20 წლის ბიჭის ძველბი აქვს, არ ვფიქრობ, რომ ეს მისი ბიოლოგიური ასაკია

იურგენ კლოპი თვლის, რომ მოჰამედ სალაჰი ფიზიკურად დიდებულ ფორმაშია და მას 19-20 წლის მოზარდის ძვლები აქვს.

„მოედნის გარეთ ის ზრდასრული კაცივით იქცევა, მაგრამ სხვაგვარად ის მაინც ახალგაზრდა ფეხბურთელია. მო შესანიშნავ ფორმაშია. თუ სკანირებას გაუკეთებთ, მისი ძვლების უმეტესობა ალბათ 19-20 წლის ბიჭის იქნება, რადგან ის საკუთარ თავს კარგად უვლის.

თამაშის გაგება არის ზუსტად ის, რის ჩანერგვასაც ახალგაზრდა მოთამაშეებში ვცდილობთ.

რაც შეეხება სალაჰს, მას სხვებზე უკეთესად აქვს თავისუფალი ზონების განცდის უნარი და ესმის, როგორ რეაგირებენ ოპონენტები მის ქმედებებზე. თვითონ რომ არ გაიტანოს, მოწინააღმდეგეზე გავლენის მოხდენაში მაინც გვეხმარება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია.

ევერტონთან დერბიში ნაჩვენები თამაშით ის ისტორიაში არ შევა, მაგრამ ორი გატანილი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა მატჩებში სალაჰი ბევრად უკეთ თამაშობს, მაგრამ ხანდახან გოლები ვერ გააქვს, მაგრამ მუდმივად რჩება საფრთხედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ის ყველა სხვა ბიჭს თავისი უნარების დამტკიცების შესაძლებლობას აძლევს.

მე სალაჰს სხვა 30 წლის ფეხბურთელებს ვერ შევადარებ, რადგან არ ვფიქრობ, რომ ეს მისი ბიოლოგიური ასაკია",

- თქვა კლოპმა.

31 წლის ეგვიპტელმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულში“ 12 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაგო ერერინი: მამარდაშვილი ვარჯიშებზე ცხოველივით არის
იაგო ერერინი: მამარდაშვილი ვარჯიშებზე ცხოველივით არის