გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„აიაქსში ისიც კი არ იციან, რომ მიქაუტაძე ფორვარდია“ - ნიდერლანდელი ანალიტიკოსი

ცნობილი ნიდერლანდელი საფეხბურთო მიმომხილველი ჰენკ სპაანი, Het Parool-ში ამსტერდამის „აიაქსის“ შესახებ თავის ანალიზს აქვეყნებს, სადაც ის გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და კლუბს ქართველის ცუდად გამოყენებაში ადანაშაულებს.

„გიორგი მიქაუტაძე ამპლუით თავდამსხმელია, მაგრამ უცნობია საერთოდ აიაქსში სამწვრთნელო შტაბმა ეს საერთოდ იცის, თუ არა.

ქართველ ფორვარდს გუნდში ჯერ თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მას სათამაშო დრო უნდა მიეცეს. მან ეროვნულ ნაკრებში ტაილანდისა და კვიპროსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში 5 გოლი გაიტანა. კარგით, ეს არაფერს ნიშნავს. მიქაუტაძემ ლიონის ახალგაზრდულ აკადემიაში 7 წელი ითამაშა. მას 14 წლის ასაკში გუნდიდან წასვლა მოუხდა, რადგან სიმაღლეში 1.40 მეტრი იყო. მისი იმჟამინდელი გუნდელი ამირ გუირი (ახლა რენშია) კი იმავე ასაკში 1.70 მეტრი გახლდათ.

მიქაუტაძემ საბოლოოდ თავისი ხასიათი გამოაჩინა. მეცში გასულ სეზონში მან 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„ის საფრანგეთის მეორე დონის მოთამაშეა“ - ეს ის ფრაზაა, რომელსაც მის მიმართ, ბანალურად მოაზროვნე საფეხბურთო ანალიტიკოსები იყენებენ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ვნახო, თუ რას წარმოადგენს რეალურად მიქაუტაძე.

მეცში გიორგი მიქაუტაძის მწვრთნელმა ლასლო ბალონმა ტრანსფერის შემდეგ თქვა, რომ მისმა წასვლამ მას სულის ნაწილი წაართვა. შემდეგ კი აღნიშნა, რომ ქართველის მიმართ ინტერესს იუვენტუსი, მილანი და ბარნლი იჩენდნენ. თუმცა გიორგიმ აიაქსი ამჯობინა.

შესაძლოა ეს ინფორმაცია აგენტების მიერ არის გაზვიადებული, თუმცა ფაქტია, რომ აიაქსს ჯერჯერობით მიქაუტაძის რეალური შესაძლებლობები არ უნახავს“.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ ერედივიზიონის მე-10 ტურში ლიდერ პსვ-ს ესტუმრება, რომელსაც 9-დან 9 მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია დღევანდელი რეალის ძირითადში ვერ მოხვდებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარაცხელია დღევანდელი რეალის ძირითადში ვერ მოხვდებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი