მსოფლიო ჩემპიონატი - რომეო ბერიძე ფინალში გავიდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - რომეო ბერიძე ფინალში გავიდა

ტირანაში 23 წლამდე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძე ფინალში გავიდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა თურქი მერტ იკბრასი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ანვარ ალახიაროვს დაუპირისპირდება.

ბერიძემ თურქ მეტოქემდე ორი ეტაპი დაძლია. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ პოლონელ გრეგორის კუნკელს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში ყაზახ აიბეკ საბირბეკოვს მოუგო.

დღესვე საქართველოს სახელით დიეგო ჩხიკვაძემ , ოთარ აბულაძემ, საბა მამალაძემ და ლაშა ტვილდიანმა იასპარეზეს. სამწუხაროდ ჩვენი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატს მალევე დაემშვიდობნენ. შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 2 მედლით დაასრულა
მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 2 მედლით დაასრულა