ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

ვიწრო სივრცეებში კარგად თამაშიც იცის - ძოლამ კვარაზე ისაუბრა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი მილანის „ინტერია’’, რომელიც ღრმა შემადგენლობითა და სტაბილურობით გამოირჩევა. „ჩელსის'' ლეგენდარული ფეხბურთელი Gazzetta-ს ესაუბრა.

ძოლა: „ნაპოლი’’ – „მილანის’’ დაპირისპირება რა თქმა უნდა სკუდეტოსთვის ბრძოლის მატჩს განეკუთვნება. მათთან ერთად ჩემპიონობის ფავორიტები „ინტერი’’ და „იუვენტუსი’’ არიან. მათ „რომა’’ და „ლაციო’’ მოჰყვებიან.

მთავარი ფავორიტი „ინტერი’’ მგონია, რომელსაც ღრმა შემადგენლობა ჰყავს და ეს თითოეულ პოზიციას ეხება, „ინტერი’’ შესანიშნავ ფორმაშია და რამდენიმე თვეა სტაბილურობას ინარჩუნებს''.

ძოლა ხვიჩასა და ლეაუზე: „მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ თამაშის ერთ მომენტში შეცვლა. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა იმით განსხვავდებიან, რომ რაფა ღია სივრცეში უკეთესია, ხოლო ქართველმა ვიწრო სივრცეებში კარგად თამაშიც იცის. ერთი გუნდის სამ შემტევში ხვიჩასა და ლეაუს ყოფნა ოცნებაა''.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მის აქტივში 3 საგოლე გადაცემაა, ხოლო ლეაუმ 9 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ამ სეზონის სერია ა-ში ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს ანგარიშზე 3-3 გოლი და 3-3 საგოლე პასია, თუმცა მატჩების რაოდენობა განსხვავებულია, ხვიჩამ 8 მატჩი ჩაატარა, ლეაუმ - 9.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 ტურის შემდეგ „ინტერი'' 22 ქულით პირველ ადგილზეა, „მილანის'' აქტივში 21 ქულაა, მათ „იუვენტუსი'' (20 ქულა), „ნაპოლი'' (17 ქულა) და „ფიორენტინა'' (17 ქულა) მოჰყვებიან.

სერია ა-ს მე-10 ტურში „ნაპოლი'' „მილანს'' მიიღებს (29 ოქტომბერი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები