Aa
Aa

"ტოტენჰემმა" "რეალს" კეინის გამოსასყიდი თანხა დაუსახელა

როგორც ცნობილია, მადრიდის "რეალის" მთავარ სატრანსფერო სამიზნეს ჰარი კეინი წარმოადგენს.

ფლორენტინო პერესმა ინგლისელი ფორვარდის შესაძენად 200 მილიონი ევროც გამოყო.

დღეს, ბრიტანული Times-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ტოტენჰემმა" "რეალს" კონკრეტული თანხა დაუსახელა, რომლის სანაცვლოდაც თავიანთ ლიდერს შეელევიან. საუბარია 200 მილიონ ფუნტზე, რომელიც ევროს ექვივალენტით 222.56 მილიონს შეადგენს.

"დეზებს" მიაჩნიათ, რომ ჰარი კეინი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს არ დატოვებს.

როგორც მოგეხსენებათ, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ნეიმარი გახდა, რომელმაც "ბარსელონა" 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. ამის შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე სრული ქაოსი სუფევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები