რომან დოლიძე, ჯარედ კანონიერი
Aa
Aa

დოლიძე კვლავ მეტოქის გარეშეა - „ვინ იქნება შემდეგი?“

UFC-ის საშუალო წონის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ჯარედ კანონიერთან აღარ იბრძოლებს. ამის შესახებ დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი მებრძოლის შემცვლელს ელოდება.

„კიდევ ერთი ოპონენტი მოიხსნა! ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი?!“ - წერს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძისა და ჯარედ კანონიერის ბრძოლა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ამერიკელ მებრძოლს და ასევე, შეიცვლება თუ არა ბრძოლის თარიღიც.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს დოლიძესთან ჩხუბს უკვე მეორე მებრძოლი ჩაეხსნა. რამდენიმე კვირის წინ, „კავკასიელთან“ ბრძოლაზე უარი დერეკ ბრანსონმაც თქვა, რომელიც საბოლოოდ ორგანიზაციიდანაც გარიცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვსკის ისტორია დასრულდა“ - მახაჩევის რეკორდი და კომენტარი
„ვოლკანოვსკის ისტორია დასრულდა“ - მახაჩევის რეკორდი და კომენტარი