ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

ლუჩანო მოჯი: „ოსიმენის ტრავმა პრობლემაა, მის გარეშე გუნდი უუნაროა“

„იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. მოჯი ვიქტორ ოსიმენის ტრავმას გამოეხმაურა, რომელიც ნიგერიელმა სანაკრებო პაუზისას მიიღო და განაცხადა, რომ მის გარეშე „პარტენოპეის“ ძალიან გაუჭირდება.

„ოსიმენის ტრავმა ნაპოლისთვის სერიოზული პრობლემაა. რასპადორისა და სიმეონეს დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვიქტორის გარეშე ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან ხვიჩა კვარაცხელიაც კი უკეთ თამაშობს, როცა ნიგერიელი თავდამსხმელი მოედანზე იმყოფება. ოსიმენის მოძრაობების შედეგად, კვარა უფრო შთაგონებულია და თანაგუნდელს თვალს არ აშორებს, რის წყალობითაც შეტევებს წარმართავს.

როცა ოსიმენი არ თამაშობს, გუნდი შეზღუდული და უუნაროა. თუ ვიქტორი მოედანზე იმყოფება, კვარა იერიშის სწორ გაგრძელებებს პოულობს და დრიბლინგის გარდა, სხვა ვარიანტებიც აქვს. სკუდეტო? ჯერ ნაადრევია, მაგრამ ინტერი საუკეთესო გუნდი მგონია. მილანთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან კიდევ 8 ფეხბურთელის ყიდვას აპირებენ და ყველაფერი სტეფანო პიოლიზეა დამოკიდებული“.

ცნობისთვის, ავტორიტეტული გაზეთის, Corriere dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი თავდამსხმელი მინიმუმ 40 დღეს იუქმებს. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Gazzetta dello Sport-ი და წერს, რომ ოსიმენი გუნდს ნოემბრის სანაკრებო პაუზის (13-21 ნოემბერი) დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, Tuttosport-ი კი აცხადებს, რომ ვიქტორის სარეაბილიტაციო პერიოდი 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული ექსპერიმენტის მსხვერპლია“ | Voetbal International-ის ანალიტიკოსმა მიქაუტაძე დაიცვა
„რთული ექსპერიმენტის მსხვერპლია“ | Voetbal International-ის ანალიტიკოსმა მიქაუტაძე დაიცვა