ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ცუდი ამბავი ნაპოლისთვის | ოსიმენის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

იტალიურ პრესაში „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის ცუდი ინფორმაცია გავრცელდა. „პარტენოპეის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის ტრავმა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, სერიოზული აღმოჩნდა და იგი ნეაპოლელთა მომდევნო 6 მატჩს გამოტოვებს.

ავტორიტეტული გაზეთის, Corriere dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი თავდამსხმელი მინიმუმ 40 დღეს იუქმებს. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Gazzetta dello Sport-ი და წერს, რომ ოსიმენი გუნდს ნოემბრის სანაკრებო პაუზის (13-21 ნოემბერი) დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, Tuttosport-ი კი აცხადებს, რომ ვიქტორის სარეაბილიტაციო პერიოდი 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდება.

Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, ოსიმენმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ტრავმის რეციდივი აქვს. „ნაპოლი“ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას აპირებს და გეგმავს, მას ნოემბრის სანაკრებო პაუზისას ნიგერიაში გამგზავრების უფლება არ მისცეს, რადგან ტრავმის გამიზეზების ძალიან მაღალი რისკი იქნება.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ მომდევნო 6 შეხვედრა „ვერონას“, „უნიონ ბერლინის“, „მილანის“, „სალერნიტანას“, „უნიონ ბერლინისა“ და „ემპოლის“ წინააღმდეგ ელის. იტალიური პრესის მიხედვით, ოსიმენი 25 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ჩანიშნული დაპირისპირებისთვის იქნება მზად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში მას არასწორად იყენებენ“ - ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
„აიაქსში მას არასწორად იყენებენ“ - ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე