რომან დოლიძე, ჯარედ კანონიერი
Aa
Aa

დოლიძე: „კანონიერი ძლიერი მეტოქეა, საქართველო UFC-ის ღონისძიებას იმსახურებს“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მომდევნო ჩხუბზე ისაუბრა, რომელსაც ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ გამართავს. „კავკასიელი“ თვლის, რომ კანონიერი ძლიერი მეტოქეა და ამ ბრძოლის გამარჯვებული საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბს დაიმსახურებს.

„არასდროს მნდომებია, საშუალო დონის მებრძოლთა შორის ვყოფილიყავი საუკეთესო. მინდოდა, საუკეთესო მეტოქეები მყოლოდა და ნომერი პირველი ასე გავმხდარიყავი. ჯარედ კანონიერი ძალიან კარგი მოწინააღმდეგეა. იგი ძლიერი და მრავალმხრივი მებრძოლია და დიდი გამოცდილება აქვს. ჩემპიონების წინააღმდეგ უჩხუბია და UFC-ის მადლობელი ვარ, რომ ეს ბრძოლა მომცა. რა თქმა უნდა, კარიერული კუთხით, უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მელოდება.

ყველამ ვიცით, რომ საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი შონ სტრიკლენდია. ჯარედს სტრიკლენდი დამარცხებული ჰყავს და თუ ოქტაგონზე ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩაფიქრებული მაქვს, დივიზიონში ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნება. ჩემი აზრით, ამ ბრძოლის გამარჯვებულმა სატიტულო ჩხუბი უნდა მიიღოს და ვნახოთ, რა მოხდება.

UFC-ის ღონისძიება საქართველოში? ვფიქრობ, საქართველო ამას დიდი ხანია იმსახურებს და ბევრი ძლიერი მებრძოლი გვყავს. საქართველოდან UFC-ში 5 მებრძოლია წარმოდგენილი და 4 მათგანი ტოპ 15-ში ვიმყოფებით. ჩემპიონობას ყველა ვიმსახურებთ. შეხედეთ, ილია და მერაბი რა მაგრად გამოდიან. გურამიც ძალიან ძლიერი ბიჭია, გიგა კი დიდი ხანია ამ ბიზნესში იმყოფება. საქართველოში გამართული ღონისძიება ძალიან საინტერესო იქნება და ვფიქრობ, ეს დროის ამბავია“.

შეგახსენებთ, რომ კანონიერს კარიერაში 23 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 17 მოგება და 6 მარცხია. 2022 წლის ივლისში, იგი ისრაელ ადესანიას დაუპირისპირდა და საჩემპიონო ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. მას შემდეგ, შონ სტრიკლენდი და მარვინ ვეტორი დაამარცხა. სტრიკლენდი ახალი ჩემპიონია, ვეტორი კი ბოლო მეტოქე, რომელმაც რომანს მოუგო. ასე რომ, „კავკასიელს“ ურთულესი დაპირისპირება ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-13 მეკარე მსოფლიოში | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა
მე-13 მეკარე მსოფლიოში | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა