ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: „ამ წუთისთვის ლეაუ კვარაზე უკეთესია“

Libero-ს ჟურნალისტმა, ფაბრიციო ბიაზინიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. ბიაზინიმ დაასახელა მარცხენა გარემარბი, რომელიც მისი აზრით, ამ წუთისთვის სერია A-ში საუკეთესოა და პორტუგალიელი შემტევი გამოარჩია.

„ამ მომენტისთვის, ლეაუ კვარაცხელიაზე უკეთესია. შარშან, კვარა უფრო მაღალ დონეზე თამაშობდა. ჩემი აზრით, იყო მატჩები, რომლებიც მილანმა ლეაუს გამო ვერ მოიგო, მაგრამ ის ხვიჩაზე სტაბილურია და ყველა თამაშში აკეთებს იმას, რაც საჭიროა“.

ცნობისთვის, იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ლეაუმ მონაწილეობა 7 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე მან 2 მატჩში ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედება არ ჰქონია. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩამ 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს გასულ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, შინ „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა, შემდეგ კი სტუმრად „ლეჩეს“ დიდი ანგარიშით მოუგო (4:0). მიმდინარე კვირაში „ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან'' დამარცხდა (2:3), სერია A-ს შემდეგ ტურში კი „ფიორენტინას'' მიიღებს (8 ოქტომბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრემონეზეს ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი | ინტერვიუ დაჩი ლორთქიფანიძესთან
კრემონეზეს ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი | ინტერვიუ დაჩი ლორთქიფანიძესთან