ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო, რუდი გარსია
Aa
Aa

„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მუცლები აქვთ ამოვსებული“ - კაპელო ნაპოლიზე

სახელოვანმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ Sky Sports-თან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა. პენსიაზე გასული სპეციალისტი შექმნილ სიტუაციაში რუდი გარსიას ბრალეულობას ვერ ხედავს და ფეხბურთელებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს გამოცოცხლებისკენ მოუწოდებს.

რას ამბობს კაპელო:

სეზონის სტარტზე „ნაპოლის“ თამაშებს თვალს ყურადღებით ვადევნებდი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფეხბურთელებს მუცლები აქვთ ამოვსებული და ამის გამო დამძიმებულად თამაშობენ.

ბევრ ეპიზოდში, გუნდის დამოკიდებულება არ იყო ისეთი, როგორც გასულ სეზონში. გარსიას სქემებზე მეტად იმ გუნდის სულს მინდა გადავხედო, რომელიც გასულ სეზონში, „მილანთან“ პლეი-ოფის მატჩამდე იყო. მაშინ „ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა.

მოთამაშეები მაქსიმუმის გაცემას უნდა დაუბრუნდნენ, განსაკუთრებით ოსიმენი და კვარაცხელია. ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ თამაშებში სხვაობის შექმნას.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე „ბრაგა“ იქნება, მატჩი კი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამით რა იგულისხმა, კვარა არ ვარჯიშობსო?“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი გარსიაზე
„ამით რა იგულისხმა, კვარა არ ვარჯიშობსო?“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი გარსიაზე