მბაპემ მაიკლ ოუენის რეკორდი დაამხო!
Aa
Aa

მბაპემ მაიკლ ოუენის რეკორდი დაამხო!

"პსჟ"-ს ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე მორიგი რეკორდის ავტორი გახდა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა 30 კაციანი სია დაასახელა, რომელშიც მბაპეც მოხვდა.

კილიანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის პრედენტენტთა სიაში დაასახელეს.

აქამდე ეს რეკორდი მაიკლ ოუენს ეკუთვნოდა. მბაპე ამჟამად 18 წლისა და 9 თვისაა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ 2001 წელს ოქროს ბურთზე ნომინირებული მაიკლ ოუენი გამარჯვებულიც გახდა. ინგლისელი ფეხბურთელი, დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, რომელმაც ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალირი ჯილდო მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები