ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა სანჩო ვარჯიშებიდან მოკვეთა

ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარჯიშებიდან მოკვეთეს.

„სანჩო ივარჯიშებს ინდივიდუალურად, პირველი გუნდისგან მოშორებით, სანამ დისციპლინის საკითხი არ მოგვარდება",

- ნათქვამია „მანჩესტერ იუნაიტედის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედის“ ნახევარმცველმა 3 სექტემბერს „არსენალთან“ პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩი გამოტოვა (1:3). თამაშის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა ახსნა, თუ რატომ არ იყო სანჩო გუნდის განაცხადში:

„მანჩესტერ იუნაიტედში შენი დონე ყოველდღიურად უნდა აჩვენო“.

- განაცხადა ნიდერლანდელმა.

სანჩომ გუნდის განაცხადს მიღმა დარჩენის შესახებ ტვიტერზე დაწერა:

„დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ - ეს უსამართლობაა. ვარჯიშზე ბევრს ვმუშაობდი, არ დაიჯეროთ ის რასაც კითხულობთ. სხვა მიზეზებიც იყო დარწმუნებული ვარ“.

- სანჩომ ცოტა ხანში პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უფასოდ დაიმატებენ - ბარსა ნიკო უილიამსს უმიზნებს
უფასოდ დაიმატებენ - ბარსა ნიკო უილიამსს უმიზნებს