პოლ პოგბა
Aa
Aa

ფეხბურთს ჩამოაშორებენ? - პოგბამ დოპინგ ტესტი ჩააგდო

იტალიური მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. „უდინეზესთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ, „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა დოპინგ ტესტი გაიარეს.

პოლ პოგბას ტესტოსტერონის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა დოპინგ ტესტი ჩააგდო და ვერ გაიარა. უფრო კონკრეტულად, ფრანგს სისხლში აღმოაჩნდა S1 ანაბოლიკები.

ანაბოლიკები არის სტეროიდული ჰორმონი, როგორიცაა ტესტოსტერონი და სხვა ნივთიერებები, მსგავსი მამაკაცური ჰორმონის ეფექტით, რაც ფეხბურთელისთვის აკრძალულია.

Football Italia-ს ცნობით, პოლმა კიდევ დამატებითი ტესტი უნდა გაიაროს, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. არის ალბათობა, რომ პოგბა ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოაშორონ.

სამწუხაროდ, ფრანგი ნახევარმცველის „იუვენტუსში“ დაბრუნება გამუდმებით პრობლემებთან არის დაკავშირებული. დაბრუნების შემდეგ, პოლმა ტრავმა მიიღო და ოპტიმალურ ფორმაში დღემდე ვერ ჩადგა.

ტრავმა აღარ აქვს, მაგრამ მისი სათამაშო ფორმა კრიტიკას ვერ უძლებს. ახლა კი დოპინგის პრობლემებიც დაემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ცვლილება იქნება - სპალეტის გეგმები უკრაინასთან მატჩისთვის
5 ცვლილება იქნება - სპალეტის გეგმები უკრაინასთან მატჩისთვის